პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია 2018 წლის მაისში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას კენსინგტონის სასახლეში აკეთებენ. გავრცელებული ცნობით, წყვილი ჯვარს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის ტაძარში დაიწერს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქორწინო ცერემონიამდე მეგან მარკლი მოინათლება. მეგან მარკლი ბრიტანეთის მოქალაქეობის მისაღებად პროცედურების დაწყებასაც გეგმავს. ნიშნობის ოფიციალური ცერემონია კი პარასკევს ნოთინგჰემში გაიმართება.