პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.
საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და PASSE-ს დამკვირვებლებს პირველი „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. საუბარი საპრეზიდენტო კამპანიასა და საარჩევნო სისტემას შეეხება. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კანდიდატისთვის კითხვები დაესვათ.
კანდიდატებთან შეხვედრებს OSCE-ODIHR-ი უზრუნველჰყოფს.
დღის განმავლობაში დელეგაციებთან შეხვედრებს დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და გრიგოლ ვაშაძეც გამართავენ.