პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო დამკვირვებლებს ხვდებიან

09:38, 27.10.2018

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.

საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და PASSE-ს დამკვირვებლებს პირველი „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. საუბარი საპრეზიდენტო კამპანიასა და საარჩევნო სისტემას შეეხება. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კანდიდატისთვის კითხვები დაესვათ.

კანდიდატებთან შეხვედრებს OSCE-ODIHR-ი უზრუნველჰყოფს.

დღის განმავლობაში ​დელეგაციებთან შეხვედრებს დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და გრიგოლ ვაშაძეც გამართავენ.

მსგავსი