ჰუბერტ ქნირში – ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს

19:18, 23.09.2020

ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება სათანადო რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.

„საერთაშორისო მონიტორინგი მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ეუთო-ს წევრ ქვეყნებში ჩვეულებად იქცა. ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს. ვფიქრობ, ეუთო-ს ყველა წევრი აკეთებს ყველაფერს, რათა მონიტორები საქართველოში ჩამოვიდნენ. პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

მსგავსი