ჰუბერტ ქნირში - ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს
ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება სათანადო რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.
„საერთაშორისო მონიტორინგი მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ეუთო-ს წევრ ქვეყნებში ჩვეულებად იქცა. ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს. ვფიქრობ, ეუთო-ს ყველა წევრი აკეთებს ყველაფერს, რათა მონიტორები საქართველოში ჩამოვიდნენ. პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.