პრეზიდენტმა ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „იადონის“ წევრები ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოზურგეთის ფოლკლორულ ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „იადონის“ წევრები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
„სალომე ზურაბიშვილმა ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ოზურგეთის ფოლკლორულ ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „იადონის“ წევრები ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ძიმა ბაქანიძეს, თენგიზ გოლიაძეს, თამაზ თავდუმაძეს, გელა ლომჯარიას, გიორგი ნიკოლაიშვილს, ნოდარ როყუას, მოსე სვანაძეს საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები ოზურგეთობის სახალხო დღესასწაულზე საზეიმოდ გადაეცათ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.