ანსამბლმა „შვიდკაცამ“ ანგელა მერკელისთვის გერმანული სიმღერა შეასრულა [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელით მთაწმინდაზე გამართულ ოფიციალურ ვახშამზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის გერმანული სიმღერა შეასრულა.

ვიდეო „შვიდკაცას“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

საზღვაო თემატიკაზე შექმნილი ძველი გერმანული სიმღერა, სახელწოდებით Wir lieben die Stürme (ჩვენ გვიყვარს შტორმი) ანგელა მერკელის საყვარელი კომპოზიციაა. ამის შესახებ გერმანული მედიაც წერდა. რამდენიმე წლის წინ ბერლინში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა აღნიშნული სიმღერა მათთან ერთად შეასრულა.