ანსამბლი „შვიდკაცა“ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს
17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მათ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს. „შვიდკაცას“ წევრები ამჟამად გასტროლებზე საბერძნეთში იმყოფებიან, სადაც მათ ტელეფონით დავუკავშირდით. მათი თქმით, 17 მაისს ქუთაისში აქვთ კონცერტი დაგეგმილი.