„თბილისი პრაიდი“ მიმართავს „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს
„თბილისი პრაიდი“ მიმართავს „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს

„თბილისი პრაიდი“ ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“ სოციალურ ქსელში მიმართავს, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.

„17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე!

სუხიშვილები, გთხოვთ, გაიაზროთ აღნიშნული დღის მნიშვნელობა, გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უარი თქვათ ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ მიმართვაში.

როგორც „სუხიშვილების“ პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს.

17 მაისს სამების ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“.