ანსამბლი „შვიდკაცა“ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს
ანსამბლი „შვიდკაცა“ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მათ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს. „შვიდკაცას“ წევრები ამჟამად გასტროლებზე საბერძნეთში იმყოფებიან, სადაც მათ ტელეფონით დავუკავშირდით. მათი თქმით, 17 მაისს ქუთაისში აქვთ კონცერტი დაგეგმილი.

17 მაისს სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ზემოაღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას აპირებს. „თბილისი პრაიდმა“ მიმართა „სუხიშვილებს“, 17 მაისისთვის სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღოს.