მამუკა მდინარაძე - დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა, ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი
მამუკა მდინარაძე - დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა, ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი

ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო, ქართველი ხალხი.

„დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა. მოლოდინი არათუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც. დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი“, – წერს მამუკა მდინარაძე.