აშშ-ის ჰიმნი „შვიდკაცასგან“ NBA-ის ჩემპიონატის მატჩზე [ვიდეო]

ოკლენდში, Oracle Arena-ზეNBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი“ და “მემფისი“ დაუპირისპირდნენ, აშშ-ის ჰიმნი ქართულმა “შვიდკაცამ” შეასრულა.

შეხვედრის დიდ შესვენებაზე კი “შვიდკაცა” სამ ქართულ სიმღერას იმღერებს.

ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც NBA-ს ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, “შვიდკაცა“ კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძიებებში და “გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.

„შვიდკაცას“ ვიდეო Gulf Georgia-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.