პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სამთავრობო დელეგაციები ერთმანეთს წარუდგინეს.
ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორულ სფეროებში: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკასა და ბიზნესში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა.
ოფიციალური დახვედრის შემდეგ პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და ორმხრივი პოლიტიკური და მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრებენ. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით გააცნობენ.