ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენ ომისთვის ვემზადებით, „მშვიდობა თუ გინდა, ემზადე ომისთვის“, ეს ძალიან სწორად ნათქვამია
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენ ომისთვის ვემზადებით, „მშვიდობა თუ გინდა, ემზადე ომისთვის“, ეს ძალიან სწორად ნათქვამია

ჩვენ ომისთვის ვემზადებით, „მშვიდობა თუ გინდა, ემზადე ომისთვის“, – ამის შესახებ ბელარუსის პრზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ გროდნოში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„არავის დაუჯეროთ, რომ ჩვენ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამის შესახებ გულწრფელად ვამბობ. „მშვიდობა თუ გინდა, ემზადე ომისთვის“ – ეს მე არ მომიგონია. ეს ძალიან სწორად ნათქვამია“, – განაცხადა ლუკაშემკომ.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი დანაყოფების აუცილებელი მომზადება, შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა სახის შეიარაღებას და ტექნიკას აწვდიან.

ამასთან, მისი თქმით, ბელარუსი არავის ემუქრება.

„ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს მიმართ მუქარა. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. უფლის დახმარებით, ნეტავ ეს მიწა დაგვამუშავებინა“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.