პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო.

როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.

კამინსკისა და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაჩეი ვასიკს მხარდაჭერა გამოუცხადა თანაპარტიელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, მშვიდობიანად წარმართონ საპროტესტო აქცია, თუკი ასეთი აქციის ჩატარების სურვილი ექნებათ.

„არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის. არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან. არ შემეშინდება. ვიმოქმედებ სამართლიანად, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, – განაცხადა დუდამ.