პრეზიდენტის მოწვევით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
პრეზიდენტის მოწვევით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია რამდენიმე საკითხის განხილვა, მათ შორის: მზადება ნატო-ს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

სხდომაზე მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

აპარატის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.

სხდომა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში 18:00 საათზე დაიწყება.