გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთი თვის განმავლობაში რუსეთი უხელმძღვანელებს
დღეიდან ერთი თვის განმავლობაში რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის twitter-ის გვერდზე.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი როტაციის პრინციპით გადაეცა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები ყოველთვიურად იცვლებიან. მათი თანმიმდევრობა ანბანის მიხედვით განისაზღვრება. საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ნიშნავს და ხსნის შეხვედრებს, თუმცა არ აქვს უფლებამოსილება, რომ გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებებზე.
ამასთან, ამ გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „წარუმატებელი საპირველაპრილო ხუმრობა“ უწოდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი სიმბოლური დარტყმა საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე.
Russia assumes the rotating presidency of the Security Council for the month of April.
Follow @RussiaUN for updates. https://t.co/HY9A9l8bCM pic.twitter.com/absWJ9rXcq
— United Nations (@UN) April 1, 2023