პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის დახვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის დახვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს ერგნეთში საქართველის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დახვდნენ.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.