პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს.

პრემიერის განცხადებით, ისრაელის ხალხის ბრძოლა მონობისგან თავის დასაღწევად მთელი მსოფლიოსთვის იქცა თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითად.

„ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს.

ისრაელის ხალხის ბრძოლა მონობისგან თავის დასაღწევად, მთელი მსოფლიოსთვის იქცა თავისუფლების სიყვარულისა და ერთგულების მაგალითად.

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის 26-საუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს აკავშირებს. ჩვენ ამ უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ.

ვუერთდები ჩვენი მეგობარი ებრაელი ხალხის ზეიმს და ვუსურვებ მათ ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას“, – აცხადებს პრემიერი.