პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად მივიდნენ
პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად მივიდნენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მანამდე ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
დიდ დიღომში დღეს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.