პორტუგალიაში ტყის ხანძარია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ოლეიროსის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარს ამ წუთებში 700 მეხანძრე ებრძვის, მდგომარეობას კი ძლიერი ქარი ართულებს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახლოს მდებარე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „როიტერი“ წერს, ხანძრის შედეგად 21 წლის მეხანძრე დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.