პორტუგალიაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს
პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 225 კილომეტრში მდებარე ქალაქ კაშტელუ-ბრანკუს მახლობლად გაჩნდა.
უსაფრთხოების მიზნით, ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის შედეგად დაშავებულია რვა ადამიანი, რომელთა შორის შვიდი მეხანძრეა. ცეცხლის ჩაქრობას ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა აფერხებს.