პოროშენკომ და იუნკერმა ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნაზე იმსჯელეს
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა სატელეფონო საუბრის დროს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი გაგრძელდება.
„მხარეებმა უკრაინაში რეფორმების განხორციელების კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრეს, კონკრეტულად კი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნაზე. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა , რომ ანტიკონსტიტუციური სასამართლო ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას”, – წერია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის დროს პოროშენკო და იუნკერი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზეც იმსჯელებენ. დავოსში ეკონომიკური ფორუმი 23-36 იანვარს გაიმართება.