პოლონეთის უზენაესი სასამართლოს შენობიდან, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო, ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განკარგულებით, შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ელექტრონული ფოსტით მივიღეთ შეტყობინება შენობაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.