უკრაინული მედია - დნესტრისპირეთში აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი ასაფეთქებელი მოწყობილობით და უკრაინა ტერაქტის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს
უკრაინული მედია - დნესტრისპირეთში აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი ასაფეთქებელი მოწყობილობით და უკრაინა ტერაქტის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს

მოლდოვის დნესტრისპირეთის არაღიარებული ადმინისტრაცია უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატით ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ცენზორი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენის შესახებ განაცხადა, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული.

მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, 3 მაისის ღამეს იპოვეს „მაიაკის“ სატელევიზიო და რადიო ცენტრთან, რომელიც გასულ კვირას ანტენის აფეთქების შემდეგ, მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფება.