საბერძნეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა
საბერძნეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

ათენში, საბერძნეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც გამოცემა „როიტერი“ წერს, ადგილობრივმა გაზეთმა ანონიმური სატელეფონო შეტყობინება მიიღო სამინისტროსთან ბომბის არსებობის შესახებ და პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა და ჩაიმსხვრა მინები.

„თავდასხმა ძალიან სერიოზულია და უკავშირდება სერიოზულ დანაშაულს“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, პავლოს მარინაკისმა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.