პოლონეთის საგარეო უწყებიდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ყველა კურსდამთავრებული დაითხოვეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები დაითხოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.
ასევე სამინისტროდან გაათავისუფლეს ყველა ის პირი, ვინც წარსულში კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
„ხელმძღვანელობა თითქმის ასი პროცენტით შეიცვალა. კერძოდ, ამჟამად ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ არიან პირები, რომლებიც კომუნისტური სპეცსამსახურების თანამშრომლები ან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები იყვნენ“, – ნათქვამია მინისტრის იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებაში.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, 2016 წლიდან უწყებაში 435 ახალი თანამშრომელი დასაქმდა. როგორც PolskieRadio იუწყება, პოლონეთი 101 ელჩიდან 86 ჩაანაცვლებს.
ამას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების 11 უფროსიდან და მათი მოადგილეებიდან თითქმის ყველას მოუწევს თანამდებობის დატოვება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვსკი, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა, აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები უწყების საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის.