პოლონეთის საგარეო უწყება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ალტერნატივა არ არსებობს
პოლონეთის საგარეო უწყება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ალტერნატივა არ არსებობს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ალტერნატივა არ არსებობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

პოლონეთის საგარეო უწყება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთისგან მართული სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ახალი უკანონო მოწყობილობების აღმართვას და ბორდერიზაციის გაგრძელებას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ალტერნატივა არ არსებობს“ – ნათქვამია განცხადებაში.