პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მოლოცვები. საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაქვს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

წერილში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მოდერნიზაციის რეფორმების შედეგად, საქართველო რეგიონალური ლიდერი ქვეყანა გახდა.

პოლონელი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„გარწმუნებთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე მის პროდასავლურ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და  ევროკავშირისა და ნატოში – მომავალ სრულ წევრობას“, – აღნიშნულია წერილში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.