პოლონელი ევროპარლამენტარის, დომინიკ ტარჩინსკის განცხადებით, კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა, 100 დეპუტატი იყოს გარეული
პოლონელი ევროპარლამენტარის, დომინიკ ტარჩინსკის განცხადებით, ე.წ. კატარგეითის სკანდალში, შესაძლოა, 100 დეპუტატი იყოს გარეული, – ამის შესახებ ტარჩინსკიმ პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტარჩინსკის თქმით, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ გამოძიების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა და მასალები ბელგიის საგამოძიებო ორგანოებს გადასცა.
პოლონელი ევროპარლამენტარის თქმით, გამოძიებაში ყოველდღიურად ჩნდება ახალი სახელები. ტარჩინსკის განცხადებით, საჭიროა ევროპარლამენტში საკანონმდებლო პროცესის გადახედვა და ამ საქმეში გარეული ყველა პირის ვინაობა ცნობილი უნდა გადახდეს, შემდეგ კი დაიწყოს გამოძიების პროცესი, ვინ არის გარეული ქრთამის შეთქმულებაში. ტარჩინსკის თქმით, საქმის კვალი არა მარტო კატარსა და მაროკოში, არამედ რუსეთისკენაც მიდის.
კორუფციული სკანდალის შესახებ 2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როცა ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი დააკავა. ის ანტიკორუფციულ გამოძიებაში ფიგურირებს, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 11 დეკემბერს ევროპარლამენტარ ევა კაილის მანდატი შეუჩერდა.