გერმანიაში კორუფციული სკანდალის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თანამდებობას ანგელა მერკელის საპარლამენტო ფრაქციის მესამე დეპუტატი ტოვებს
გერმანიაში კორუფციული სკანდალის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თანამდებობას ანგელა მერკელის საპარლამენტო ფრაქციის მესამე დეპუტატი ტოვებს

გერმანიაში კორუფციული სკანდალის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თანამდებობას კანცლერის, ანგელა მერკელის საპარლამენტო ფრაქციის მესამე დეპუტატი ტოვებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მარკ ჰაუპტმანმა უკვე აცნობა „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“, რომ პარლამენტში თავის მანდატზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ის აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან კორუფციულ კავშირში დაადანაშაულეს. საუბარია პირბადეების შეძენასთან დაკავშირებულ გარიგებებზე. თავად დეპუტატი გარიგების ორგანიზებაში მონაწილეობას და ამის სანაცვლოდ ანაზღაურების მიღებას უარყოფს.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ გასულ კვირას მანდატზე უარი თქვა „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წევრმა ნიკოლას ლოებელმა, ხოლო ბავარიელმა კონსერვატორმა „ქრისტიან-სოციალური კავშირიდან“ გეორგ ნუსლაინმა პარტია დატოვა. ორივე მათგანი დაადანაშაულეს პირბადეების შესყიდვის გარიგებებში შუამავლობის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში.

სკანდალის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირმა“ და „ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა“ კონსერვატორ კანონმდებლებს მოუწოდეს, განაცხადონ, რომ მათ არ მიუღიათ არანაირი შემოსავალი ან სარგებელი პანდემიასთან დაკავშირებული საკონსულტაციო ან შესყიდვითი საქმიანობიდან.

სკანდალი უარყოფითად აისახა კონსერვატორების რეიტინგზე რეგიონული არჩევნების წინ. კვირას, 14 მარტს არჩევნები ბადენ-ვიურტემბერგისა და რაინლანდ-პფალცში გაიმართება.

დატოვე კომენტარი