პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ამერიკელი მილიარდერები პანდემიის დროს კიდევ უფრო გამდიდრდნენ
ამერიკელი მილიარდერები პანდემიის დროს კიდევ უფრო გამდიდრდნენ. პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მარტიდან, ამერიკელმა მილიარდერებმა დამატებით 565 მილიარდის ოდენობით შემოსავალი მიიღეს.
ანგარიშის ავტორების მონაცემებით, საერთო ჯამში მილიარდერების ქონება დღეს 3,5 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ციფრი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 19 %-ითაა გაზრდილი.
მაგალითისთვის, ინტერნეტ მაღაზია ამაზონის მფლობელ, ჯეფ ბეზოსის ქონება 18 მარტის მონაცემებთან შედარებით, 36,2 მილიარდით არის გაზრდილი.
„ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონება 30 მილიარდით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს აშშ-ში უმუშევარი დარჩა 43 მილიონი ამერიკელი.