პოლიციამ აქციის მონაწილეებს რუსთაველზე გზის სავალი ნაწილი მთლიანად დაუთმო [ვიდეო]

თბილისში, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილი მთლიანად დაუთმო.

აქციის მონაწილეებს ამ წუთებში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

რუსთაველზე შეკრებილებმა პოლიციას გზის დათმობისთვის მადლობა გადაუხადეს.

პარლამენტთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ 15:00 საათზე დაიწყო.

აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილის გადადგომას ითხოვენ.