დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლო მოითხოვა. მანაფორტი, რომელსაც არჩევნებზე რუსული გავლენის ხელშეწყობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად, თავს უდანაშაულოდ ცნობს.
თებერვლის ბოლოს ტრამპის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ახალი ბრალდება წაუყენეს. მოკვლევამ კრიმინალურ დარღვევებს მიაგნო, რომლებსაც გამოძიება კვლავ პოლ მანაფორტთან მიჰყავდა და რომლებიც საბანკო თაღლითობასა და კონსპირაციულ გარიგებებს უკავშირდებოდა. დამატებით ბრალდებაზე სასამართლომ პროცესი 10 ივლისისთვის ჩანიშნა.
სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის დასკვნაში წერია, რომ პოლ მანაფორტმა ევროპელი პოლიტიკოსებისთვის „ჰაფსბურგის ჯგუფი“ შექმნა და მათ ორი მილიონი ევრო გადაურიცხა.
აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიებას სპეციალური პროკურორი და FBI-ს ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი აწარმოებს. გამოძიების თემა დონალდ ტრამპისა და მისი გარემოცვის რუსეთთან კავშირებია.