მოსამართლე არმი ბერმანი აცხადებს, რომ პოლ მანაფორტმა გამომძიებლებთან იცრუა
მოსამართლე არმი ბერმანი აცხადებს, რომ პოლ მანაფორტმა გამომძიებლებთან იცრუა

ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა პოლ მანაფორტმა გამომძიებლებთან იცრუა.  შესაბამის დასკვნამდე ამერიკელი მოსამართლე არმი ბერმანი მივიდა. 

მისი თქმით,  დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ექსხელმძღვანელმა რამდენჯერმე მოატყუა როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს, ისე სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ოფისის თანამშრომლები.

როგორც მოსამართლე ამბობს, არსებობს მტკიცებულებები, რომ მანაფორტმა, სხვა საკითხებთან ერთად, გამოძიებას დაუმალა მისი კონტაქტი კონსტანტინ კილიმნიკთან, რომელსაც რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პოლ მანაფორტს უფრო მკაცრი სასჯელი ელის. 

მანაფორტი ივნისის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მანამდე ტრაპის შტაბის ყოფილმა უფროსმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობა დადო. მას ბრალი რვა მუხლით აქვს წაყენებული. მათ შორისაა თაღლითობა, ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვა. 

საპროცესო გარიგების შემთხვევაშიც კი, მანაფორტს 10 წლით პატიმრობა ემუქრება.