დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება  
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება  

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი პროკურორებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას უახლოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში,  მანაფორტი მეორე სისხლის სამართლის საქმეს თავიდან აიცილებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მოიცავს თუ არა საპროცესო შეთანხმება სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერთან თანამშრომლობას, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებს.

პოლ მანაფორტი საბანკო და საგადასახადო თაღლითობისთვის და უცხოური საბანკო ანგარიშების დამალვისთვის გაასამართლეს.