სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მიმალვაში მყოფი არასრუწლოვანი მკვლელობის დღეს სკოლაში არ ყოფილა
თბილისის, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე აცხადებს, რომ სკოლაში ჩხრეკას გონივრული ეჭვის საფუძველზე ატარებენ.
როგორც ხათუნა ბარაბაძემ აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევაში მისი სკოლის ოთხი მოსწავლე ფიგურირებდა, აქედან ერთი დააკავეს, ერთი მიმალვაშია – ორი კი სკოლაში არ გამოცხადებულა.
“ახლა დაკავებულებზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, არც მშობელს შეუტყობინებია სკოლის ადმინისტრაციისთვის, ვიდრე ოფიციალურად არ მეცოდინება, ვერაფერს ვიტყვი. დაკავებულიც და მიმალვაში მყოფიც სამწუხაროდ ჩემი სკოლის მოსწავლეები არიან. მიმალვაში მყოფს რაც შეეხება, ჩვენი ინფორმაციით ოჯახმაც არ იცის მისი ადგილსამყოფელი. კამერებში ყველაფერი ჩანს. ის, ვინც იძებნება, სკოლაში ინციდენტის დღეს არ ყოფილა, დაკავებული სკოლაში იმყოფებოდა. ჩვენ სკოლაში ჩხრეკას გონივრული ეჭვის საფუძველზე ვატარებთ, ეს კანონითაც გვეკუთვნის, თუ დეტექტორები იქნება სკოლის შენობაში შეიძლება უპრიანი იყოს, რაც აღმოაჩენს სკოლაში შესვლამდე მეტალს. ჩვენ მანდატურის სამსახურს აქვს ხელის დეტექტორები, მაგრამ უკეთესია, სკოლაში შესვლამდე ყველა ბავშვმა გაიაროს შემოწმება”, – განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.