პირველი არხის სომხურენოვან ეთერს სომხური ესტრადის ვარსკვლავი არამე ესტუმრა
პირველი არხის სომხურენოვან ეთერს დღეს სომხური ესტრადის ვარსკვლავი, სომხეთის დამსახურებული არტისტი არამე ესტუმრა.
არამემ პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას.
არამემ ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე და აღნიშნა, რომ მისი სოლო კონცერტი ამ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება.
„გადავწყვიტეთ, სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებში დაგვეგეგმა ჩემი სოლო კონცერტი და ეს დღე ორმაგ დღესასწაულად გადაგვექცია“, – აღნიშნა არამემ.