თელავიდან 20 კილომეტრში, ალაზნის ველზე მდებარე ალავერდის ტაძარში შეიკრიბნენ მორწმუნეები. ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ასურელმა მამამ, იოსებ ალავერდელმა დააარსა. მაცხოვრის აღდგომას ადგილობრივები და სხვადასხვა რაონიდან ჩასული მოქალაქეები მეექვსე საუკუნის ტაძარში იზეიმებენ.
სააღდგომო ლიტურგიას ალავერდელი მიტროპოლიტი ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. კახეთში ჟანა დიდებაშვილი მუშაობს.