საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებზე ვატიკანის დელეგაცია პირველად მიიწვია, – იტყობინება სააგენტო Reuters.
დელეგაცია ოლიმპიურ კომიტეტს ამ კვირას შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში.
ვატიკანელების დელეგაციას სათავეში უდგას მონსინიორი მელკორ სანჩეს დე ტოკა, რომელიც ადრე თანამედროვე ხუთჭიდში გამოდიოდა.