პეტრო პოროშენკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა
პეტრო პოროშენკომ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დასაკავებლად თავისი კანდიდატურა წამოაყენა. ოფიციალური განცხადება უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა კიევში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა.
თავის გამოსვლაში პოროშენკომ განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს გააკეთებს და აუცილებლად მიიღებს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმასაც. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინას სჭირდება „ცივი, მაგრამ მშვიდობიანი ურთიერთობა“ რუსეთთან. მისივე თქმით 31 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე ომისა და მშვიდობის თემა ერთ-ერთი მთავრი იქნება, რადგან ხალხი აირჩევს პრეზიდენტს და მთავარსარდალსაც.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება