პეტრო პოროშენკომ დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების და გაერთიანებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
პეტრო პოროშენკომ დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების და გაერთიანებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის სარდლობა შეიარაღებული ძალების ხელში გადადის.
„რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობა მაშინ დასრულდება, როდესაც უკრაინის მიწის ბოლო მტკაველი არ გათავისუფლდება არა მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში, არამედ ყირიმშიც“, – აღნიშნა პოროშენკომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასის გათავისუფლება მინსკის შეთანხმების თანახმად, პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით განხორციელდება.