უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ტელერადიოკორპორაცია BBC-ს სასამართლოში უჩივლა. The Telegraph-ის ინფორმაციით, პოროშენკოს საჩივარი პუბლიკაციას უკავშირდება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ფული გადაიხადა.
მაისში, ახალი ამბების რეპორტაჟში ჟურნალისტმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებისთვის შუამავლისგან 400 ათასი დოლარი მიიღო. ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში პეტრო პოროშენკოს ადვოკატები ამბობენ, რომ პუბლიკაციამ უკრაინის პრეზიდენტის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.