პეტრო პოროშენკო - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მას შემდეგ განაცხადა, რაც მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტისა და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის შესახებ განაცხადა.
„უფალმა სათანადოდ დააფასა ჩვენი შრომა. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გააქარწყლა მოსკოვის იმპერიალისტური ამბიციები და შოვინისტური ფანტაზიები. არანაირი საეკლესიო დოკუმენტებით არ არის გამყარებული, რომ უკრაინა მათი კანონიკური ტერიტორიაა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მედიის წინაშე წაიკითხა.