პეტრო პოროშენკო - საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში, რუსეთის აგრესია მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ერთი რიგის მოვლენებია
პეტრო პოროშენკო - საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში, რუსეთის აგრესია მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ერთი რიგის მოვლენებია

საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში, რუსეთის აგრესია მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ერთი რიგის მოვლენებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ავღანეთის ომის მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში და რუსეთის აგრესია მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ერთი რიგის მოვლენებია. მათში მოსკოვის მთელი აგრესიული არსია“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ავღანეთის ომში საბჭოთა ქვეყნების მონაწილეობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის უკრაინელებისთვის, ავღანეთის ომის მძიმე შედეგი იყო ჩვენი სამხედროებისა და ოფიცრების გარდაცვალება, ახალგაზრდების განადგურებული ბედი, მწარე მოგონებები ბრძოლებსა და დანაკარგებზე. 160 ათასმა უკრაინელმა გამოიარა ეს ჯოჯოხეთი. თითქმის ყოველი მეოთხე დაღუპული ჩვენი თანამემამულეა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.