პეტრო პოროშენკო - მსოფლიო საპატრიარქო უფლებამოსილია, უკრაინას ავტოკეფალური ეკლესიის უფლება სხვათა მოსაზრებების გაუთვალისწინებლად მიანიჭოს
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა დაადასტურა, რომ მსოფლიო საპატრიარქო უფლებამოსილია, ნებისმიერ სახელმწიფოს ავტოკეფალური ეკლესიის უფლება სხვათა მოსაზრებების გაუთვალისწინებლად მიანიჭოს, – ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„მსოფლიო პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო საპატრიარქო უფლებამოსილია, ავტოკეფალური ეკლესიის უფლება მოსკოვის მოსაზრების გაუთვალისწინებლად მიანიჭოს ნებისმიერ სახელმწიფოს, პირველ რიგში, უკრაინას“, – წერს პეტრო პოროშენკო.
შეგახსენებთ, რომ 1-3 სექტემბერს სტამბოლში სინაქსისი იმართება, რომელსაც კონსტანტინოპოლის მართლამადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და პატრიარქი ბართლომეც ესწრება. ვარაუდოებენ, რომ ამ შეკრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალის მინიჭების საკითხს განიხილავენ. თუმცა, გადაწყვეტილება არა სინაქსისზე, არამედ სინოდის შეკრებაზე იქნება მიღებული, რომელიც 9-11 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
კიევის საპატრიარქოს პრესმიდვანმა 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა.