პეტრო პოროშენკო კიევის ობოლონის რაიონულ სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევის ობოლონის რაიონულ სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ის მოწმის სახით ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ სახელწმიფო ღალატის ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა დაეკითხათ.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიდეო კონფერენციის რეჟიმში დაიკითხოს. პროკურორი ამას პრეზიდენტის დატვირთული დღის წესრიგით ხსნის.
ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატმა ვიტალი სერდიუკმა პროკურორის მოთხოვნას სამარცხვინო უწოდა.
ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის საქმის განხილვა 2017 წლის 4 მაისს დაიწყო. იანუკოვიჩს ბრალად ედება სამშობლოს ღალატი, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. მას კიევში დაუსწრებლად ასამართლებენ.