პეტრო პოროშენკო - აშშ-ისგან იარაღის პირველ პარტიას რამდენიმე კვირაში მივიღებთ
უკრაინა აშშ-ისგან იარაღის პირველ პარტიას რამდენიმე კვირაში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ იარაღის მიღების შესახებ აშშ-ისთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
როგორც პოროშენკომ აღნიშნა, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აშშ-ისგან ანტისნაიპერულ კომპლექსებს მიიღებს, რადგან დონბასში ბევრი უკრაინელი სამხედრო სწორედ სნაიპერის იარაღით იღუპება.
„ეს დაგვეხმარება მსხვერპლთა რიცხვის შემცირებაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინა ამერიკიდან მრავალი სხვა სახის იარაღის მიღებასაც ელოდება, თუმცა ვერ საჯაროდ დააკონკრეტებს, რადგან ეს ინფორმაცია საიდუმლოა.