პერუში ავარიით 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი გერმანიის მოქალაქეა
პერუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი გერმანიის მოქალაქეა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი რამდენიმე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, გადატრიალდა.
ინციდენტის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბრაზილიისა და აშშ-ის მოქალაქეებიც.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტობუსი დედაქალაქ ლიმადან ქალაქ არეკიპას მიმართულებით მოძრაობდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავარიის მიზეზი ავტობუსის გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.