პერუს ანდებში სამი ალპინისტი დაიღუპა. მთამსვლელები მწვერვალ ალპამაიოზე ადიოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა. გარდაცვლილთა შორის არის პერუელი, ბრიტანელი და სლოვაკი, – ინფორმაციას ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი მედია პერუს ნაციონალური პოლიციის სამაშველო განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად მიმდინარეობს ცხედრების ტრანპსორტირების ოპერაცია.
კორდილიერა-ბლანკას ქედზე მდებარე ალპამაიო პერუს ანდების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია.